ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულება დატოვა. მას დაწესებულებასთან ახლობლები და მოჭიდავეები დახვდნენ. გეგეშიძემ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართ