„დარწმუნებული ვარ, რომ 6 თვის, 1 წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალიც იქნება და ჯანმრთელიც, განურჩევლად იმისა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს რომელიმე კლინიკაში თუ საზღვარგარეთ”
„დღეს, მიხეილ სააკაშვილის განუცხადებია, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგსო. არ ვიცი ვინ უთხრა ეს ინფორმაცია. გორში ნამდვილად არ მაქვს იურიდიული დამთავრებული, თბილისში მაქვს დამთავრებული იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი”
„დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის ჭკუა სუსტი სააკაშვილი და თქვენ მეუბნებით რომ არის. მას სჭირს მიუღებლობა იმ მდგომარეობის, რომელშიც ის იმყოფება ანუ პატიმრობის მიუღებლობა. ნამდვილად სტრესი განიცადა ამ პატიმრობით”