სააკაშვილის თქმით, ქართული ახალგაზრდობა არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დაანახა მთელ მსოფლიოს,რომ საქართველო ცოცხლობს, საქართველო არ მომკვდარა, იბრძვის, ძლიერია.
„ნახეთ რამხელა პროგრესია: ჩვენ რომ დამოუკიდებლობაზე ვოცნებობდით, მენშევიკების დროშას ვაფრიალებდით და შავლეგოს ვმღეროდით, თქვენ ევროკაშირის დროშები გქვთ მხრებზე მოხურული და უცხოურ ტელეარხებს მათ ენებზე აძლევთ ინტერვიუებს.“