მაკარიძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ სასამართლო სისტემაში მისი მუშაობის დღიდან არ ყოფილა ადამიანი, ვისთან რაიმე ფორმით - ნათესაური, ახლობლური თუ მეგობრული ფორმით იყო კავშირში.
„ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებებზე მითითება, სახელების გარდა რაში გამოიხატება, ვერ ვნახე. „კლანის“ ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი, რომელიც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ობიექტურად ეს მართლაც ასეა, მე ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე“,- განაცხადა მაკარიძემ
გარდა ამისა, მან მაკარიძეს ჰკითხა, დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენად სწორად მიიჩნევს ის, რომ ზღვრული ასაკი ქორწინების ერთი წლით მაინც შემცირდეს.
იოსელიანია განცხადებით, „ცოტა უცნაურია, როდესაც 28 წლამდე ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული თვითგანვითარებით და ასე მოკლე დროში თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს იურისპრუდენციაში, განსაკუთრებით კი სასამართლოს კუთხით“.