მათივე განცხადებით, გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისთვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
"ეს 5 ბლოკი, ერთი მხრივ, ეხება პარლამენტის პოლიტიკურ შემადგენლობას, მაგალითად, რამდენი ქალია საკანონმდელო ორგანოში, არიან თუ არა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალები, მათ შორის, არის თუ არა სპიკერი ქალი და სხვა" - თქვა საბჭოს თავმჯდომარემ.