„საქართველო განსაკუთრებული შეტევის და შანტაჟის ობიექტია. ჩვენ მათი გარკვეული სრულიად უხამსი მოთხოვნები არ შევასრულეთ, თუნდაც, მათ შორის, ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით და ამის ფონზე გარკვეული შანტაჟი, რა თქმა უნდა, ალბათ, ლოგიკურია“ - ამბობს ნინო წილოსანი.
სტატიაში საუბარია „ქართული ოცნების“ მიმართ ელჩის კეთილგანწყობასა და ბიძინა ივანიშვილთან მისი ცოლის კავშირებზე. ეს იმ ფონზე, როცა ელჩს საქართველოს სამოქალაქო სექტორთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.