ჩვენ ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმაც,- თქვა ოლაფ შოლცმა.
„უცვლელად, ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული სასტიკი, აგრესიული და დესტრუქციული ომი ნიშნავს ცივი ომის შემდგომ ევროპულ სამშვიდობო წესრიგის რადიკალურ შეწყვეტას.