"ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში პიკს მიღწეული ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად დაიწყებს უკუსვლას და ჩვენ, არაუგვიანეს მარტის დასაწყისისა, კვლავ გავხსნით კლუბის კარს და აღარ დავკეტავთ".
„მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების შემოღება და გამკაცრება, ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ყველა სარისკო სივრცეს და არამხოლოდ კლუბებს.“
"2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე", - წერია დადგენილებაში.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების მეპატრონეებთან კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.