"ფორტუნას" კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აქციის ორგანიზატორები ჟურნალისტებს სიტყვიერად უპირისპირდებიან და ეუბნებიან, რომ "ანტიქრისტეები არიან".
"პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ" - ნინო ლომჯარია.
"ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუდმივად ჩაგრვას განიცდიან, ბატონ ღარიბაშვილს საერთოდ ნამუსი დაუკარგავს, როცა იძახის, რომ ამ ადამიანების უფლებები არ ირღვევა" - გიგა მაქარაშვილი.