LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღირსების მარში

“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგების ნაწილი ფილარმონიისკენ მიემართება, მათი თქმით, ორგანიზატორები მარშით მსვლელობას ფილარმონიასთან გეგმავენ

"ფორტუნას" კორესპონდენტის ინფორმაციით, ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აქციის ორგანიზატორები ჟურნალისტებს სიტყვიერად უპირისპირდებიან და ეუბნებიან, რომ "ანტიქრისტეები არიან".

მოვუწოდებთ შსს-ს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას: სახალხო დამცველი

"პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ" - ნინო ლომჯარია.

ძალიან სამწუხაროა, რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის, პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით: მაქარაშვილი

"ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუდმივად ჩაგრვას განიცდიან, ბატონ ღარიბაშვილს საერთოდ ნამუსი დაუკარგავს, როცა იძახის, რომ ამ ადამიანების უფლებები არ ირღვევა" - გიგა მაქარაშვილი.

პრემიერმა თავისი განცხადებით წაახალის ის, რასაც ახლა რუსთაველის გამზირზე ვხედავთ, საპატრიარქო ხელჩაკიდებულად მოქმედებს ხელისუფლებასთან ერთად: სამნიძე

"პრემიერის განცხადებამ პირდაპირ წაახალისა და ხელ-ფეხი გაუხსნა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იქ ძალადობისთვის დგას" - ხათუნა სამნიძე.