მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ანზორ ჩუბინიძეს მედალი სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
