ფიზიკოსმა გია დვალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით ის, რომ ჩვენ გვაქვს ემპათია მეორე ადამიანის მიმართ, ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვცემთ პატივს - ეს არის ადამიანობა.
„აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების დასაყრდენს, და აუცილებელია ის დაცული იქნეს ფუნდამენტურ საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის კონსტიტუციით.“ – ნათქვამია გია დვალის განცხადებაში.
„ფიზიკოსი გია დვალი ნაწილაკების კვლევის ერთ-ერთ გამორჩეულ საერთაშორისო ექსპერტად მიჩნევა და მან გრავიტაციის შესახებ საკუთარი თეორიებით დიდი აღიარება მოიპოვა“ - წერს ერთ-ერთი გერმანული უნივერსიტეტი.