„არ არის სწორი, ახლა კობახიძის შემდეგ იმათაც, რომ სთხოვენ ბოდიშის მოხდას, ვინც ამ უკანასკნელის დასაცავად ჯელაძეს ლანძღავდა, ცილს სწამებდა და წყევლიდა – რატომ გადარჩიო“
ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც შოვში მომხდარ სტიქიას ეხება, შეფასებები მოჰყვა, არამხოლოდ სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ადამიანებისგან, არამედ ოპოზიციონერი ლიდერებისგან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.
„რატომ არ უშვებთ, რომ ეს გომელაურმა არა სიბრიყვით, არამედ გამიზნულად თქვა?...მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე და შეცდომაში შეიყვანეს” - გია ხუხაშვილი