LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი

ვოლსკი: „საქართველო რჩება ტურისტულ ჰაბად და უსაფრთხო ქვეყანაა.. ბელგიის გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის შეჯახებებს ეხება“

„ცუდია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს სიხარულს ანიჭებს.. საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე ოპონენტი საგარეო ფორმატში და სივრცეში“ - ამბობს ვოლსკი.

„თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია“ – რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის დათმობაა? აბა, უნდა წავყვეთ გიჟურ წინადადებას, რომ სჯობს, თავზე ბომბები გვეყრებოდეს?“ – ვოლსკი პრეზიდენტზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს რუსეთთან მიმართებით არა სტრატეგიული მოთმინების, არამედ დათმობის პოლიტიკა აქვს.

„ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე“ – გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება. 

ვოლსკი: ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მალე შეანგრევდა ციხის კარებს და გაათავისუფლებდა, დღეს ტვირთად იქცა – მისი აქეთ-იქით ბურთაობა ხდება

„ეს არის რეალობა და „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მისი ფაქტორი ბალასტიდან დააბრუნოს იმ ფაქტორად, რაც გააჩნდა – მომაკვდავი და მოწამლული პოლიტპატიმარი საქართველოში“.

ვოლსკი: „როცა ცარიელი თავით ხარ, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა – მთავარსარდალი, რომელმაც მიწაზე იხოხიალა“

„სამხედროებად წოდებულმა, მთავარსარდლად წოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები, ეს იგულისხმა რიჟვაძემ, ეს ლაჩრები, ვინც ეს გააკეთა და არა შინდისის გმირები, ან ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ“