ვოლსკიმ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ პოლიციელისთვის ხელის გარტყმა გარკვეული წინასწარდაგეგმილი ქმედებაა იმისთვის, რომ დაუსჯელობის და განუკითხაობის ატმოსფერო შეიქმნას.
„საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის, არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს. საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. გონჩარენკოსნაირი ხალხი არის უმადური“ - ამბობს ვოლსკი.
„დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს“ - ამბობს გია ვოლსკი.