ვოლსკი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენას გამოეხმაურა.
„ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი“ - ამბობს ვოლსკი.
გია ვოლსკის სიტყვებით, „ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ახალგაზრდები, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს - ის ვერც ერთ ნიშაში ვერ ჩაჯდა, გარდა იმისა, რომ გამოვიდეს და ხმლის ქნევით დაამახსოვროს საზოგადოებას თავი“.