„ვიცოცხლებ მანამ, სანამ გიგა ავალიანის სამართალს სრულყოფილად არ დავაყენებ და ყველა დამნაშავე თავისი დანაშაულის საპირწონე პასუხს არ აგებს!“ - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა.