ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა, - ამბობს გიგა ბოკერია.
"ისედაც ეს ისტორია გამოიყურებოდა არა თუ არადამაჯერებლად, არამედ ყველა ნიშანი იყო იმის, რომ სჯიდნენ ივანიშვილის გუნდის ყოფილ წევრს მათი გადმოსახედიდან ღალატისთვის, არალოიალობისთვის ივანიშვილის მიმართ" - აცხადებს ბოკერია.