"ქუჩაში ლეგიტიმური აქციები ყოველთვის ნორმალურია, მაგრამ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენ რომ არ გვაქვს, რბილად რომ ვთქვა, ნორმალური ვითარება, ამიტომაა ეს ამბავი", - აცხადებს გიგა ბოკერია.
ბოკერიას თქმით, დემოკრატიული ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ვითარება განიმუხტოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც შარლ მიშელის მონაწილეობით შედგენილ 6 პუნქტში არის გაწერილი.