„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
„ეს ხალხი ყველაფრის მკადრებელია, მაგრამ 9 აპრილს, საკუთარი ხალხის რუსთაველზე სისხლის დაღვრის შეეშინდათ და მიხვდნენ, რომ ამ ხალხს და გაწამებულ მშობლებს, მხოლოდ ბრუტალური ძალით თუ გაწევდნენ. მიხვდნენ, რომ ეს ძალა ყველა ზღვარს გადადიოდა და უკან მოუბრუნდებოდათ. უბრალოდ შეეშინდათ, მეტი არაფერი. რიდი არაფრის არ აქვთ. ეს არის უბრალოდ ველური შიში, რომ უკან მოგიბრუნდება ის, რასაც გააკეთებ“