გიგი უგულავა 3000 ლარიან ჯარიმას გაასაჩივრებს
„ხელისუფლება დაკავებებითა და დაჯარიმებით ცდილობს, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაშინებას, რაც არ გამოუვა“. - უგულავა
„ხელისუფლება დაკავებებითა და დაჯარიმებით ცდილობს, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაშინებას, რაც არ გამოუვა“. - უგულავა
გიგი უგულავა იმ დროს დააკავეს, როდესაც აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანში გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
უფლებადამცველის განცხადებით, უგულავა დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში იყო, რაც მისი თქმით ცალსახად უკანონობაა.
"პირდაპირ ეთერში ვიხილეთ გიგის დაკავების კადრები და კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ გიგი არც შეურაცხყოფას აყენებდა არავის და არც წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას" - გიორგი კონდახაშვილი
გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.