გიგი წერეთელის განმარტებით, „სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს და ისევ და ისევ რუსულ ორბიტასთან გვაახლოებს“.
„შემდგომში კი, საზოგადოების წნეხმა უნდა მოიტანოს ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, რაც სააკაშვილის გათავისუფლება საპატიმროდან იქნება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.