5 დღის წინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ტრაგედია დატრიალდა - მამაკაცი, რომელიც „ფორდის“ მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს, მტკვარში გადავარდა.
„ყველას უაზროდ გვიყვარდა... ბავშვი, რომელმაც არ იცოდა კონფლიქტი, ჩხუბი, ყველანაირად მშვიდი და გაწონასწორებული. რამე ცუდი მაინც ჰქონოდა?! უნაკლო იყო, ძალიან საყვარელი“...
მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში 4 მარტს გადავარდა. ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.
„მახსოვს, მაშინ, ავარიის დროსაც, როგორ იყავი, როგორ ებრძოდი ამდენ ტკივილს… მაშინაც ვერ გელაპარაკებოდი სათანადოდ, მაგრამ ახლა... ახლა კი საერთოდ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომლებიც რამეს შეცვლიდა“...