როგორც ბოტკოველი აღნიშნავს, თუ ვინმესთვის მიუღებელია ის ბრძოლა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩართული, „გზა ფართოა და შეუძლია ნებისმიერ სხვა პარტიაში წავიდეს“.
მისივე თქმით, თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი საბოლოო ვერსიაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მთავარი კრიტერიუმია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს.