„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარეს მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმება არ შეუთავაზებია“ - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, მოახდინოს აღნიშნულის პრევენცია“ - აღნიშნულია გიორგი ჩიკვაიძის მიმართვაში, რომელიც მისი „ფეისბუკის“ გვერდზე ვრცელდება.
„აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით)“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.