„ძალიან დიდი ხანია მთავრობასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ადრე თუ იყო კონტაქტები და საუბრები, ახლა არის სრული სიჩუმე. სიმართლე გითხრათ, მეც არაფერი დამაკლდა, მაგრამ ეს მთავრობა ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის.“. - ამბობს ფხაკაძე „ფორტუნასთან“.
„მე შეიძლება მინდოდეს საქართველოს დახმარება, მაგრამ საქართველოდან ამის სურვილი ნულის ტოლია, თუ არ ხარ ჩართული კორუფციულ გარიგებაში და არ ხართ ვიღაცისტი, არ უნდიხარ არავის“, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.