კობახიძის განმარტებით, გახარიას ღალატის დეტალები ეხება მისი პრემიერობის და შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდსაც. კობახიძე აცხადებს, რომ დეტალებზე „უხერხულობის მოხსნას ელოდება, რომ დეტალები თქვას“.
„ქართული ოცნების“ როგორც არსებული, ისე ყოფილი ლიდერებისთვის ტყუილი არის ცხოვრების წესი, შესაბამისად, მათი ურთიერთბრალდებების შეფასება ჩემთვის საინტერესო არ არის,“ - თქვა ჯაფარიძემ.