„მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს – სამშობლოს თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას – გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად“ – გიორგი გახარია
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34-ე წლისთავს ყველა ერთად უნდა ვზეიმობდეთ, თუმცა „სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს“.
