LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია

თეა წულუკიანი: „გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან“

წულუკიანმა თქვა, რომ გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში.

შალვა პაპუაშვილი: „გიორგი გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს – ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ… ჩორჩანაში ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შედეგად მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა დაკარგული“

„პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარიას მისცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს და თავისი, როგორც მოქალაქის ვალდებულება მოიხადოს“ - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი ჭოლაძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე: „სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და გახარიას უთხრა, ეს რა უბედურებააო – გახარიას არ ეტყობოდა, რომ განსაკუთრებულად დარდობდა, თუ რა ხდებოდა გარეთ“

„ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ მის სპეცოპერაციებს, „მოდი, დავიწყოთ ბოდიში-დან“ დამთავრებული პანკისის ოპერაციებამდე, ყველგან ჩააფლავა სადაც მივიდა“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ :„გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად არ დაგვიკარგავს არც ერთი გოჯი მიწა – პირიქით, დავიცავით ჯამში 17.5 მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია!“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.

შალვა პაპუაშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გახარიაზე – როდესაც ასე თვითნებურად იქცევა მინისტრი, რა თქმა უნდა, უკვე ეჭვებია, რადგან ასეთ თავხედობაზე ადამიანი ადვილად არ წავიდოდა – როგორც ჩანს, აქაც მავნე იდეები და მიზნები იყო ჩადებული

პაპუაშვილის თქმით, მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ეს ნაბიჯი არ იყო შეთანხმებული არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და არც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან.