„ამას არავინ მოელოდა. მე პირადად ჩემს ღრმა ოცნებებშიც ვერ ვიოცნებებდი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში წარმომედგინა როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევრო ასპარეზზე“
„ემოციური ორი კვირა გვქონდა, ხმაზეც მეტყობა, ნაბრძოლი ხმა მაქვს... გიორგი და ბიჭები არიან გახარებულები ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი ძალიან გულდაწყვეტილებიც, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პროფესიონალიზმზე...“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი საუბრობს.
„ვამაყობ რომ ქართველი ვარ!“ - წერს სოციალურ პლატფორმა instagram-ზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი და საზოგადოებას გუშინ, ესპანეთთან გამართული მატჩისას მიღებულ შეგრძნებებს უზიარებს.
ნიკოლოზ ნეფარიძე სოციალურ ქსელში ფეხბურთელ გიორგი გველესიანის შესახებ წერს, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ნაკრებში პირველად მხოლოდ 33 წლის ასაკში გამოიძახეს.