LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჯობავა

„შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია – ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე… მოვაახლოვეთ კადრი და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა“ – რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჯობავა

ცნობილი ბლოგერი, ფოტო_ და ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა სოციალურ ქსელში სვანეთში მოგზაურობის დროს გადაღებული ვიდეოს ერთ-ერთ ფრაგმენტს აქვეყნებს და წერს, რომ სრულიად შემთხვევით, უშბაზე ტრაგიკულად დაღუპვამდე, ცნობილი მთამსვლელისა და სამთო გიდის, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის უშბაზე უკანასკნელი ექსპედიცია გადაიღო.

ბლოგერებს – გიორგი ჯობავასა და მის მეუღლეს, სალი წვერავას, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებს ყავით უმასპინძლდებოდნენ, უცნობმა პირებმა სახლი/ავტომობილი დაუმტვრიეს

სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში, ჩანს სწორედ ის ავტომობილი, საიდანაც ბლოგერები იქ შეკრებილ დემონსტრანტებს ყავას აწვდიდნენ - ავტომობილის მინები ჩამსხვრეულია, ასევე დაზიანებულია საბურავები.