არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი, რითაც ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის პროცესის გამარტივებას.
გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.