სიზარმაცეს ყველაზე დიდი მიზიდულობის ძალა აქვს - არაფრის კეთების მიზიდულობის ძალა. როცა სიზარმაცეზე მცირე მოცულობის სტატიის დაწერა მთხოვეს, დავპირდი, რომ დავწერდი, მაგრამ მერე დამეზარა... მერე შემრცხვა, რადგან ეს თხოვნა იყო გამოხმაურება ჩემ ფეისბუქ პოსტზე, რომელიც ეძღვნებოდა სიზარმაცეს. მართლაც, წერდე სიზარმაცის მიზეზებზე და მის უარყოფით შედეგზე და თავად ავლენდე ამ თვისებას, არ იქნებოდა სამართლიანი პირველ რიგში საკუთარი თავისადმი. მოდით ცოტათი გავხურდეთ და ნეიტრალური თემით დავიწყოთ: