„გიორგი კობერიძე ქვეყანაში მიმდინარე არაერთი ფაქტის ამსახველი სიუჟეტის ავტორი იყო, ის აქტიურად აშუქებდა დედაქალაქში განსახორციელებელ პროექტებს, მიმდინარე სამუშაოებს“.
„ძალიან გვიჭირს ამ ამბის გამოქვეყნება, რომელმაც მთელი პირველი არხი და არამარტო ჩვენი არხის თანამშრომლები დაგვამწუხრა. გარდაიცვალა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე“ - ამის შესახებ პირველი არხი წერს.