გიორგი მარგველაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც 140-ზე მეტი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა.
„განცხადებას ხელს აწერს იმ ადამიანთან ერთად, რომელზეც პრეზიდენტობის დროს თვლიდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი უბედურების დამტრიალებელი იყო. ეს არც ადამიანობაში ჯდება და არც არანაირ პრინციპებშიც.“
„ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება“ - აღნიშნულია ერთობლივ მიმართვაში.
„პირდაპირ ეთერში რომ აწამებენ ქვეყნის ორჯერ პრეზიდენტს და ორჯერ მთავარსარდალს, რანაირად გავიმართლებთ ამაზე თავს? რატომ ვკლავთ იმათ, ვისაც ვირჩევთ“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
„თუმცა რაღაც სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ კაცზე მართლა არ შეიძლება. არის მცდელობა, რომ შეჰყოს თავი თუ ფეხი პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ესეც არ გამოდის“, - კობახიძე მარგველაშვილზე