ველოდებით რა პასუხი იქნება პენიტენციური სამსახურიდან, როგორი იქნება მათი ჩანაწერი, „თუმცა რა ინფორმაციაც სააკაშვილისგან მაქვს, მის წინააღმდეგ უკანონოდ იყო გამოყენებული ძალა, რომელიც არანაირ მიზანს არ ემსახურებოდა.“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ დასმული დიაგნოზი საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას, რისი ხელმისაწვდომობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის.
"სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსაურის გაუქმებას უკავშირებს გამოძებას, რომელიც მისი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანასთან დაკავშირებით არის დაწყებული." - უფლებადამცველი
მშვენიერაძის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საკითხზე სამართლებრივი მუშაობა გაგრძელდება, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.