„პარტია უნდა გახდეს აქტიური მხარდამჭერების კუთვნილება, ამისთვის შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერი ჩაერთოს ენმ-ის საქმიანობაში“ - აღნიშნა გიორგი მუმლაძემ.
გიორგი მუმლაძის თქმით, საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შეიკრიბებიან და იქ კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი.
როგორც განცხადებაში წერია, პარტია არ აპირებდა ამ თემებზე საჯაროდ საუბარს, რადგან საზოგადოებას ქვეყანაში არსებული უფრო მძიმე გამოწვევები აწუხებს, თუმცა აუცილებელი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის დაფიქსირება.