პატარა ქომაგები და მომავალი ფეხბურთელები თავდაპირველად გიორგი ქოჩორაშვილთან მივიდნენ და მისგან ავტოგრაფები აიღეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ახლა კი ბუდუ ზივზივაძის სახლთან შეიკრიბნენ და მის გაღვიძებას ელოდებიან.
„26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ“.