გიორგის მეგობრების ინფორმაციით, საჭიროა ორი თვის საჭირო მედიკამენტის თანხის მობილიზება. აღნიშნული მედიკამენტი ძვირადღირებულია, საქართველოში არ შემოდის და მხოლოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
„შემაძლებინეთ, რომ მედიკამენტის მიღება გავაგრძელო, რომ გადავრჩე და ეტლში არ ჩავჯდე, ან უარესი შედეგი არ დამიდგეს“ - წერს გიორგი სანდუხაძე სოციალურ ქსელში.
როგორც თავად გიორგი სოციალურ ქსელში წერს, ექიმებმა მას ზურგის მალების მძიმე ფორმის ექინოკოკის დიაგნოზი დაუსვეს, რისი მკურნალობაც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი.