საზოგადოება ცესკო-ში აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდებათ 9 აგვისტო, 2025 როგორც ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განაცხადა, რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლება შვიდ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა, თუმცა ორმა ცესკო-ს თავმჯდომარეს არ მომართა, ამდენად, რიგითი ნომერი მხოლოდ ხუთ გაერთიანებას შეუნარჩუნდა.