LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე

კობახიძე: ვაშაძისა და ჯაფარიძის გასვლით პარლამენტს არც არაფერი მიემატება და არც არაფერი დააკლდება

აღნიშნულით კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება შეაფასა, რომელმაც არ გამორიცხა, მისმა პარტიამ პარლამენტი დატოვოს.

ღუდუშაური: ვაშაძეს ჯაფარიძემ უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია „გლოვოს“ კურიერად, შემოასხდებიან „მოტოებს“ და კლიენტებს უკეთესად მოემსახურებიან

„პარლამენტში საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი არ არის. მათი ჟანრები განსხვავებულია საცირკო წარმოდგენაში, მაგრამ მათი ტანდემი „გლოვოს“ კურიერის ამპლუაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

ელისაშვილი – ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“ – ან რას მოდიოდა ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა

ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და ვერ გავიგე, რა უნდა. ევროპა მინდაო და პირდაპირ რომ გეუბნებიან ამაზე იმუშავეო, რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის – შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ: გიორგი ვაშაძე

როგორც ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნულ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“.