გადასხმები უკეთდება, ოდნავ მოფერიანდა კიდეც: გიული ალასანია სააკაშვილზე
როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობა თანაგრძნობას გამოხატავს.
როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მოსახლეობა თანაგრძნობას გამოხატავს.
ალასანიას თქმით, ექიმები ამბობენ, რომ არ აქვთ გამოცდილება ამდენი დიაგნოზის ერთდროულად მართვის.
ალასანიას განცხადებებით, ექსპერტთა ჯგუფის დაშვებით მას იმედი გაუჩნდა, რომ შესაძლოა მოხდეს მისი გადარჩენა.
ალასანიას თქმით, მისი მიზანია შვილის სიცოცხლის გადარჩენა, ირაკლი კობახიძის მიზანს კი „სააკაშვილის როგორმე თავიდან მოშორება წარმოადგენს“.
გიული ალასანიას თქმით, მან მისი შვილის მკურნალი ექიმი მოინახულა, რომელთანაც საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ საკითხზე, რომ საკვებს ვერ იღებს, რაც პრობლემად რჩება.