LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მიქანაძე

ლევან გოგიჩაიშვილი პროკურატურას: „დაიწყეთ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის ციხეების ყოფილი კურატორისა და „ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის წინააღმდეგ!“

გოგიჩაიშვილის თქმით, ლეგიტიმურია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მიქანაძე ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

გივი მიქანაძე: ტენდენციური და მიზანმიმართული დისკრედიტაციის შემცველია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ასახული ინფორმაცია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნით

მიქანაძე აღნიშნავს იმასაც, რომ „სამართლიანი არჩევნების მიერ საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო პროგრამებსა თუ ინიციატივებზე აქცენტირება ტოვებს განცდას, რომ მათი გადმოსახედიდან, საარჩევნო წელს ხელისუფლებამ არაფერი უნდა გააკეთოს.

გივი მიქანაძე: „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა გასაოცარია იმ ფონზე, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს არჩევნები არის ევროპასა და არაევროპას შორის არჩევანი – ამგვარი ცრუ კამპანიის მიზანია საზოგადოების პოლარიზება

„ეს დასკვნა განსაკუთრებით გასაოცარია იმ ფონზე, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს, საპარლამენტო არჩევნები არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის“.