მისი განმარტებით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რეგისტრირებული 102 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან.
„არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან”
„ჩვენი საზოგადოება რწმუნდება, რომ ეს ადამიანები მზად არიან ყველა მეთოდით და ყველა ფორმით იმოქმედონ კანონსაწინააღმდეგოდ, როგორმე საკუთარ საწადელ მიზანს რომ მიაღწიონ.“
მიქანაძის განცხადებით, უწყების დისკრედიტაციის პროცესში მონაწილეობდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც მისივე თქმით, ცესკომ არაერთხელ აუხსნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციები