მდინარაძე პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.
მისი თქმით, ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაწესების მუქარები, ასევე, ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის მიზნით იყო ჩამოსული.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზე, რომლის სხდომებსაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.