„ჩემთვის მძიმე მოსასმენია გიული ალასანიას სიტყვები მისი შვილის ავადმყოფობის შესახებ. რაღაც შეთანხმებამდე ხომ უნდა მივიდეთ, ნაბიჯები ხომ უნდა გადავდგათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს?.“– წერს გოგა ჩანადირი „ფეისბუქზე.“
როგორც ჩანადირმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების უშვერი სიტყვებით ლანძღვას მიუღებლად მიიჩნევს, ამიტომ სამოქალაქო აქტივისტი ფიქრობს, რომ ერის შეურაცხყოფა კანონით უნდა ისჯებოდეს და მის ამ განცხადებაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამც და არამც არ იგულისხმება.