„ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 65,9% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, „გახარია საქართველოსთვის“ – 10,7%, „ლელო“ – 10,4%, „გირჩი“ – 5,1 %“ – „გორბი“
ტელეკომპანიის ცნობით, კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.
