როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა გორში, თამარ მეფის ქუჩაზე გუშინ გვიან საღამოს მოხდა. ოჯახის მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებები მეუღლემ მიაყენა. ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.