მნიშვნელოვანია, პარტიის ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობიან აქციებზე – ნინო ლომჯარია
იქიდან გამომდინარე, რომ არის საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა აქციების მშვიდობიან განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
