ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მმართველი გუნდის, „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ დააფიქსირეს, ღირსება არ გააჩნიათ.
„ოპოზიციისთვის დამახასიათებელია სიძულვილის ენა, მუქარა. ყოველდღიურად ამას ვამბობთ კიდეც, ეს ხალხი რევანშზე არის ორიენტირებული, ესენი აუცილებლად გამოსწოვენ ქართველ ხალხს სისხლს, თუ ამის საშუალება მიეცემათ.“
კითხვაზე, რას შეცვლიდა სააკაშვილის გათავისუფლება, სანიკიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არჩევნების მოგებას შეძლებს: „რომ დაიწყებს აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან, ლაგოდეხიდან ან ზუგდიდიდან მიშა შეხვედრებს ხალხთან, ხომ წარმოგიდგენიათ...“